საქართველო 2024 წელს „საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება

საქართველო 2024 წელს „საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (IEA) მიერ ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) რიგით 64-ე გენერალური ასამბლეა საფრანგეთში იმართება, რომელშიც 60 ქვეყნის 120 წარმომადგენელი მონაწილეობს.

„ვერსალში გამართულ შეხვედრაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ საქართველოს, როგორც მომავალი მასპინძელი ქვეყნის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებული გენერალური ასამბლეა არის საგანმანათლებლო სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. მასში მონაწილეობას საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე დელეგატები - დარგის საუკეთესო სპეციალისტები და განათლების პოლიტიკის შემქმნელები იღებენ.

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია 1959 წელს შეიქმნა. მისი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროში შედარებითი კვლევების წარმოება სწავლისა და სწავლების დონის გაუმჯობესების მიზნით. საერთაშორისო კვლევა საშუალებას იძლევა, მონაწილე ქვეყნებმა შეადარონ მოსწავლეთა მიღწევების დონე საერთაშორისო სტანდარტებს, გააანალიზონ, თუ რა ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკა, სასწავლო გეგმები, სწავლების მეთოდიკა თუ საგანმანათლებლო რესურსები მოსწავლეთა მიღწევებზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ასოციაციის მუდმივმოქმედი კომისიის წევრია. მუდმივმოქმედი საბჭო იძლევა რეკომენდაციებს ახალი წევრების არჩევასა და ახალი საგანმანათლებლო კვლევების დაგეგმვის თაობაზე“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში