ანა ნაცვლიშვილი - სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში - რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება

სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში, ასე რომ, ძალიან მარტივია - პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნაცვლიშვილი გამოეხმაურა სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი განცხადების გარეშეც ნათელია, ფრენების აღდგენა ორი სახელმწიფოს შეთანხმების შედეგია.

„მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას ოპოზიციიდან გვქონდა გაგზავნილო სადეპუტატო შეკითხვები სწორედ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, რა ფორმატში, ვისი გადაწყვეტილებით იქნა მიღებული ქართული მხარის მხრიდან თანხმობა ფრენების აღდგენაზე. ერთი წუთით, ლავროვს რომ არ დავუჯეროთ და ვთქვათ, რომ ეს ლავროვის განცხადებაა და არაფერს ნიშნავს და ეჭვი მაქვს, ამას იტყვიან და ასეთი იქნება რეაგირება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამიტომ ლავროვს რომ არ დავუჯეროთ, დავუჯეროთ საკუთარ თვალებს - პირდაპირი ფრენები აღდგენილია რუსეთთან და ეს ვერ მოხდება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს თანხმობით. სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში, ასე რომ, ძალიან მარტივია - პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება. გაგახსენებთ, ეს ხდება მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას, მის იზოლაციაში მოქცევას და სერიოზული ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა და არამხოლოდ, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები მუდმივ შემცირებას დაექვემდებაროს, ერთბაშად ეს პროცესი ვერ შეწყდებოდა, მაგრამ ეს არის ცალსახად კლებადი მაჩვენებელი. რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ დასრულდეს უკრაინელი უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტა, ამ დროს საქართველომ აღადგინა პირდაპირი ფრენები,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, როდესაც დაინახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ და სავიზო რეჟიმი გაუქმდა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024