ირაკლი ნადირაძე - ლავროვის განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით, კრემლის ფილიალის წარმომადგენელი ჰყავს

ლავროვის განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით, კრემლის ფილიალის წარმომადგენელი ჰყავს,­ - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც „ედინაია რასიას“ ფილიალი, რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე ათბობს“.

„ფაქტია, ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ უშუალოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის სახით, კრემლის ფილიალის წარმოდგენილი ჰყავს და „ქართული ოცნება“, როგორც „ედინაია რასიას“ ფილიალი, რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე ათბობს,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“