ხატია დეკანოიძე - ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად რეგიონში - არსებობს ფარული მოლაპარაკებები

ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეკანოიძის თქმით, „რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას“და ამის ნაწილია ფრენების აღდგენა და ლავროვის მხილებაც, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული მოვლენები და პრეზიდენტის იმპიჩმენტიც.

„ლავროვმა ამხილა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში. მე 23 მაისს გავაკეთე განცხადება, სადაც ღიად ვკითხე ხელისუფლებას და ვუთხარი საზოგადოებას, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმება საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რაზეც პასუხი ხელისუფლებისგან მაშინ ვერ მივიღეთ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში. როცა ევროკავშირი განიხილავს სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, ამ დროს ლავროვი ამხელს ხელისუფლებას, ვფიქრობ ეს მხილება გაგრძელდება. პრაქტიკულად, არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო კურსის ცვლილება ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის