ქეთევან თურაზაშვილი - ბანკს ორნაირი სქემა აქვს შემუშავებული პენსიონერების გასაძარცვად

ბანკს ორნაირი სქემა აქვს შემუშავებული პენსიონერების გასაძარცვად, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, ,,მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტრო უნდა დაინტერესდეს, პენსიონერებისთვის გამოყოფილი თანხა აღწევს თუ არა ადრესატებამდე.

„თქვენ ჩემზე უკეთესად უწყით, რამხელა თანხაა გათვალისწინებული საპენსიო სესხების გასაცემად და რა თანხას ურიცხავთ თქვენ „ლიბერთი ბანკს“, მაგრამ მე ვურჩევ ფინანსთა სამინისტროს, რომ იმითიც დაინტერესდეს, თქვენს მიერ განსაზღვრული თანხა აღწევს თუ არა პენსიონერებამდე, რადგან „ლიბერთი ბანკს“ ორნაირი სქემა აქვს შემუშავებული, თუ როგორ გაძარცვონ პენსიონერები. ძალიან გთხოვთ, დაინტერესდით, გარდა იმისა, რომ თანხა დიდია გათვალისწინებული, აღწევს თუ არა ეს თანხა ადრესატებამდე“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

როგორც დეპუტატმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას უამრავი პენსიონერი უკავშირდება და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. მისივე თქმით, პენსიონერების დასახმარებლად ხვალ იგეგმება შეხვედრა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა