ირაკლი ღარიბაშვილი - დღეის მდგომარეობით, ჩაბარებულია და გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით, 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა

დღეის მდგომარეობით, ჩაბარებულია და გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით, 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა - შტაბის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მთელ პროცესს აკონტროლებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მევენახეობა სტრატეგიული დარგია საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის.

„დღეს დავათვალიერე და შტაბის მუშაობას გავეცანი. რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, მოსავლის აღება და ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი, ძალიან კარგადაა ორგანიზებული და შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, ჩაბარებულია და გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით, 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 300-მდე კომპანიაა ჩართული ამ პროცესში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ შტაბის მუშაობით. ისინი „ლაივ“ რეჟიმით აკონტროლებენ ყველა ქარხნის მუშაობას, მიღების პროცესს. მთელ პროცესს აკვირდებიან და აკონტროლებენ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ოთარ შამუგიას, მის შტაბს და ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ბოლო წლებში იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა და ეხმარება მევენახეებს. მევენახეობა სტრატეგიული დარგია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის. ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ და განსაკუთრებული დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ გვაქვს ამ დარგის მიმართ. შედარებისთვის, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს ქვეყანაში 25000 ჰექტარი [ვენახი] იყო და დღეს 50000 ჰექტარია უკვე, რაც, რა თქმა უნდა, ბოლო 10 წელიწადში ძალიან დიდი პროგრესია. ეს ჩვენი პროგრამების დახმარებების შედეგია. ასევე გეტყვით, რომ თუ, მაგალითისთვის 2012 წელს, 20 მილიონი ლიტრი ღვინო იყო ექსპორტზე გატანილი, შარშან რეკორდული, 100 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო გაიყიდა. ეს არის შარშანდელი, ჯამურად, 400 მილიონი დოლარის ექსპორტით მიღებული შემოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილდა ამ ოჯახებში, რეგიონში და არა მხოლოდ აქ, სხვა რეგიონებშიც, სადაც მევენახეობა განვითარებულია. საერთოდ არანაირი დახმარება არ ეძლეოდათ მევენახეებს და მეღვინეობას, ამ დარგს. ამიტომ, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ დახმარებებს, იქნება ეს სუბსიდირებისა თუ სხვა პროგრამების სახით, რომლებიც უამრავია. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა წელსაც კმაყოფილი იქნებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ