გიგა ბოკერია სერგეი ლავროვის განცხადებაზე - რუსეთს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ იტყუებოდა.

მისი თქმით, ამაზე მნიშვნელოვანია ის რიტორიკული შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, თუ რატომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მტერს საქართველოს ახლანდელი მთავრობის დახმარება უნდოდეს.

„რატომ უნდა ეხმარებოდეს რუსეთი ჩვენს ხელისუფლებას იმ გზავნილში, რომ ვითომ დალაგდნენ და ომი აღარ იქნება, თუ „ოცნებაა“ სათავეში?! - ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს - ამ მტერს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ეს რეჟიმი მარტოს გვტოვებს იზოლირებულს რუსეთის პირისპირ და უადვილებს მათ ჩვენი სახელმწიფოს განადგურებას, სწორედ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან კითხვაზე, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვიტავს და „ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა“.

„როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა", - აღნიშნა ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო