პრემიერი - შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, ეს ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას - თავისი - ჩვენთვის ამერიკა ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია

რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის. ეს ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. ამერიკას, რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ინტერესები აქვს - საქართველოს ხელისუფლებას არავითარი დაფარული დღის წესრიგი არცერთ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ამერიკაში მის მიერ განხორციელებულ ვიზიტზე.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ამერიკის მიერ საქართველოში წარდგენილ ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან კარგ ურთიერთობას ჩამოაყალიბებენ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სალივანთან. მინდა საჯაროდ გამოვხატო მადლიერება ბატონი სალივანის მიმართ, რომელთანაც მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი, გულწრფელი საუბარი. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა. ბოლო პერიოდში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები, სამწუხაროდ, აღარ გამართულა. თუმცა, ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენთან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა აშშ-დან, მაგრამ ბატონ სალივათან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ, პრაქტიკულად, ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას. მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. დიდ იმედს ვამყარებ და მინდა გამოვთქვა ჩემი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან ჩვენ პირველივე დღეებიდან ჩვენ ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, ჩვენ გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, რაც მთავარია, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, გულწრფელი ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის. ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ჩვენ ქვეყანას. ამერიკას, რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებები, ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არ არის რაღაც ანომალია და არანორმალური მოცემულობა, მაგრამ მთავარია, რომ ეს დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს გულწრფელი კომუნიკაცია, ჩვენ არავისთან არაფერი დასამალი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებას არავითარი დაფარული დღის წესრიგი, ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო