პრემიერი სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე -  მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ყველაზე მეტს ვინც ხმაურობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, რომ თითქოს, სტუდენტების ბედი ძალიან აღელვებდათ, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ სტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნულით დადასტურდა, რომ ოპოზიცია ადამიანებს და სტუდენტებს „საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ინსტრუმენტად იყენებს“.

„ეს თემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. მანამდეც ბევრი დისკუსია იყო ამ თემაზე. მოვიკითხე, აღნიშნული, მანამდეც დაწყებული მქონდა მოკითხვა, მანამ ეს საკითხი გახდებოდა ცნობილი. ეს პრობლემა განათლების მინისტრს დავამუშავებინე. გამოიკვეთა, რომ 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი ჰქონდა შეჩერებული. ეს იყო დაახლოებით, 40 მილიონი ლარის დავალიანება. მინისტრებს დავავალე, რომ სასწრაფოდ გამოენახათ გამოსავალი. მათ შეხვედრები გამართეს და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში. მათ სტუდენტებს ჩამოაწერეს და გაუნულეს დავალიანება. რა თქმა უნდა, შევთავაზეთ, პირდაპირ არჩევანი დავუყენეთ, რომ შეუძლიათ [სტუდენტებს] ან ჩამოაწერონ ან არა. არ ჩამოწერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შევიძენდით ამ დავალიანების პორტფელს, ასე ვთქვათ. ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში. რაც ყველაზე საინტერესოა, რაც მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ყველაზე მეტს ვინც ხმაურობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია, რომ თითქოს, სტუდენტების ბედი ძალიან აღელვებდათ, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ სტუდენტებისთვის დავალიანება ჩამოეწერათ. ეს ერთი. მეორე ბატონი ბენდუქიძის უნივერსიტეტი იყო. მხოლოდ ორმა უნივერსიტეტმა გვითხრა უარი დავალიანების განულებაზე. რა თქმა უნდა, მათ შევთავაზებთ, რომ ამ დავალიანებას ვიყიდით და ჩვენ ჩამოვაწერთ, ავუნაზღაურებთ. სხვა ყველა ჩაერთო ამ პროგრამაში. ამაშიც გამოჩნდა როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად ყალბი იყო. ისევე, როგორც თქვენ, სხვა ადამიანებს, სტუდენტებს, საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ინსტრუმენტად იყენებენ. თავად თქვეს უარი ჩამოწერაზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს