ანა წითლიძე განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაიწყონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაიწყონ.

მისივე თქმით, არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი 400 მილიონით იზრდებოდეს და ქვეყანაში პრიორიტეტი ბავშვების უფასო კვება მაინც არ იყოს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ UNDP-თან ერთად შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, თუ როგორ უნდა დაიწყოს უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში სწრაფად და ხარისხიანად. წელიწადზე მეტია, რაც განათლების სამინისტროს ეს პროგრამა წარვუდგინეთ და წელიწადზე მეტია განათლების სამინისტროსგან ველი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყებს ამ პროგრამის განხორციელებას სკოლებში. არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდებოდეს 400 მილიონით და ამ ქვეყანაში პრიორიტეტი მაინც არ იყოს ბავშვების უფასო კვება. არცერთი არგუმენტი, რომელიც განათლების სამინისტროს აქვს, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები არ არის რელევანტური. ჩვენი წარდგენილი პროგრამით, ისევე როგორც წალენჯიხაში შევძელით, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც სკოლებში არსებობს და პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დავიწყეთ, ასევე არის შესაძლებელი ამ პროგრამის განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, ამიტომაც მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ უფასო კვების განხორციელება სკოლებში დაიწყონ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გია ხარჩილავას თქმით, სოციალური ფონიდან გამომდინარე, საქართველოში ყველა მოსწავლეს აღნიშნული საკითხის გადაჭრა სჭირდება.

„უფასო კვება პირველკლასელებს“ - ეს პროექტი წალენჯიხაში მეორედ ხორციელდება, დღეს პირველკლასელებს მათთვის სპეციალურად დამზადებული საბანკო ბარათები გადაეცათ, რომელთა გამოყენება მხოლოდ საკვებ ობიექტებში და სასურსათო მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

საქართველოში წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც უფასო კვების პროგრამა ხორციელდება, ის შარშან დაიწყო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობას მიმართა, რომ კვება მეორე კლასში გადასული მოსწავლეებისთვისაც დაეფინანსებინათ, რაზეც უარი მიიღო. წლევანდელ პირველკლასელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ