სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ონლაინ შეძენა გამარტივდა

ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის ონლაინ შეძენის პროცესი საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, უფრო სწრაფი და მარტივი გახდა. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებელს, პროდუქტის ონლაინ შეძენისას, პირადობის მოწმობითა და ფოტოებით იდენტიფიკაცია აღარ მოუწევს და ამ პროცესს მხოლოდ ინტერნეტ/მობაილ ბანკის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ან მობაილ ბანკზე Face ID-ის გამოყენებით გაივლის. ეს ნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის ონლაინ დაზღვევის ყიდვის პროცესი life.aldagi.ge-ზე კიდევ უფრო მარტივად შეიძლება.

კომპანიის ცნობითვე, „ალდაგი“ პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც „საქართველოს ბანკი“ ინდეტიფიკაციის სერვისი ონლაინ გაყიდვებში გამოიყენა.

ამ სერვისის გამოყენებას „ალდაგი“ სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც გეგმავს, რაც მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ შეძენას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

„გაციფრულების სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენ მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვფიქრობთ. „საქართველოს ბანკის“ პიროვნების იდენტიფიკაციის სერვისი დაგვეხმარა, „ალდაგის“ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის შეძენის პროცესი უფრო მარტივი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კი კიდევ უფრო უსაფრთხო გაგვეხადა. ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებაზე ჩვენს კონცენტრაციას გავაგრძელებთ და ციფრული გაყიდვების არხებს კიდევ უფრო განვავითარებთ,“ - განაცხადა „ალდაგის“ სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა ჩაჩხუნაშვილმა.

„ალდაგის“ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა უნიკალური პროდუქტია, რომელიც 16 მძიმე დაავადებას ფარავს და ამ დაავადებების დიაგნოსტირების შემთხვევაში 150 000 ლარამდე თანხის ერთიანად ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა. პროდუქტის ონლაინ ყიდვა შესაძელებელია პორტალზე -life.aldagi.ge

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა