პრემიერი - თვითონ ამერიკელებმა, ევროპელებმა, ბრიტანელმა კოლეგებმა თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა - სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

ვფიქრობ, რომ სანერვიულო არაფერი არ გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა, ასევე, ისაუბრა სავალუტო ფონდზე.

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი. ეს თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე თვის წინ, თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა. სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, არც ერთი.

მაშინ, როდესაც თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია ავრცელებს დეზინფორმაციას მთელს მსოფლიოში. სააკაშვილის დედა აფინანსებდა მილიონობით კამპანიას და მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან. ეს როგორც შეჩერებული პროცესი ასეთი იყო, როცა მაგალითად კანონი შევცვალეთ და პირველი ვიცე პრეზიდენტის ადგილი შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხიც", - განაცხადა პრემიერმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში