ილიაუნის მე-10 საიუბილეო სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება

30 სექტემბერს, 12:00 – 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მე-10 საიუბილეო სამეცნიერო პიკნიკი გაიამრთება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის.

„ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან ღია სივრცეში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ ვიდეორგოლებსა და წარმოდგენებს დაეთმობა, მათ შორის აზოტის აფეთქებებსა და ამოფრქვევებს; პოლონეთის საელჩო საქართველოში გამართავს სახალისო ვიქტორინას, პოლონური ენის სწავლების მოკლე კურსს და სხვა.

უფროსკლასელებისთვის ტექნოლოგიებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ გაიმართება შეხვედრები და ლექციები. ჩატარდება მასტერკლასები და სახალისო სამეცნიერო აქტივობები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის მოწყობილ STEAM სათამაშო მოედანზე ახალგაზრდები გაეცნობიან ტექნოლოგიების მიმართულების თანამედროვე მიღწევებს;

მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, სამეცნიერო პიკნიკით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დრონების ვორკშოპს.

სამეცნიერო პიკნიკი წელსაც გააგრძელებს გაერთიანებული ერების მიერ 2015 წლის 25 სექტემბერს შემუშავებული პროექტის, – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ მხარდაჭერას. (აღნიშნული პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.ungeorgia.ge).

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ემსახურება მდგრადი განვითარების 17 -დან მე-4 მიზნის - „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის” შესრულებას.

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც დაჯილდოვდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებული აბიტურიენტები. დასასრულს, მთავარ სცენაზე გაიმართება პირველკურსელთა მიღები ცერემონია და ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის, 4D MONSTER LOBSTERS კონცერტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო