Edison Research - გამოკითხულთა 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტიები ურჩევნია

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობას, 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.

კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში - 67%;

„ქართული ოცნება დარჩეს“ უმრავლესობაში - 33%.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ოპოზიციური პარტიები უკეთ გაუმკლავდებიან უკრაინის მხარდაჭერას, კრიმინალს, ევროკავშირში გაწევრიანებას, რუსების მიგრაციას საქართველოში.

კითხვაზე, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:

უკრაინის მხარდაჭერა - ოპოზიცია 53%, "ქართული ოცნება" 47%;

კრიმინალი - ოპოზიცია 52%, "ქართული ოცნება" 48%;

ევროინტეგრაცია - ოპოზიცია 52%, "ქართული ოცნება" 48%;

რუსების მიგრაცია საქართველოში - ოპოზიცია 51%, "ქართული ოცნება" 49%;

მაღალი ფასები - ოპოზიცია 49%, "ქართული ოცნება" 51%;

უმუშევრობა - ოპოზიცია 47%, "ქართული ოცნება" 53%;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ოპოზიცია 47%, "ქართული ოცნება" 53%;

განათლება - ოპოზიცია 46%, "ქართული ოცნება" 54%;

კლიმატის ცვლილება - ოპოზიცია 45%, "ქართული ოცნება" 55%;

ჯანდაცვა - ოპოზიცია 43%, "ქართული ოცნება" 57%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო