ანონსი  29 სექტემბერი

29 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ კვლევას „საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს: 2023 წლის იანვარი-ივნისი“ წარადგენს.

მის: დავით აღმაშენებლის #61, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისი

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, კახეთის რეგიონში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბათუმში მერიაში, საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რეზო ხარაზი და ნაზი ფუტკარაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მიმდინარე პროცესები, შეჩერებული პროექტები და სოციალური თემატიკა

მის: ბათუმი, მერიის შენობა

საკონტაქტო: რეზო ხარაზი - 577 41 44 01

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn Express-ში ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) კომპანია „გრანთ თორნთონთან“ ერთად ღონისძიებას „მუდმივი დაწესებულებისთვის მოგების მიკუთვნების გამოწვევები საგადასახადო დაბეგვრის და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის“ გამართავს.

ღონისძიებას გახსნიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი; ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი და კომპანია „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე.

მის: ლაგოდეხის ქუჩა N4

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია საქართველოში მედიაციის კამპანიის დაწყებას ოფიციალურად გახსნის.

ღონისძიებაზე მომხსენებლები არიან: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძე; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია; არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე რუსუდან ჭკუასელი.

მის: თავისუფლების მოედანი #4

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი - 599 50 01 37

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „მერკური თბილისში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ანგარიშის „ადამიანის უფლებები აფხაზეთში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაციას გამართავს.

თემა: ანგარიში შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

მის: გორგასლის 9

საკონტაქტო: მარიამ ჩიტიშვილი - 599 89 96 27

29 სექტემბერს 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: გამარჯვების პლატფორმის კამპანიის მენეჯერის წარდგენა

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით, ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: ხორავას 3 ( სამუშაო სივრცე, ტერმინალი)

29 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისში, ბუკიას ბაღში, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს შეხვდება.

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი - 599 30 36 36

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის