პრემიერ-მინისტრი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა - დავითმა

უმასპინძლა. მიტროპოლიტმა პრემიერ-მინისტრი დალოცა, ალავერდობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერმა ტაძარი მოილოცა, სადაც ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა აღდგენილი მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - ლერი ბარნაბიშვილი; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო