ირაკლი ქავთარაძე - Edison Research-ის კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ საზოგადოება ემხრობა ელექტრონული არჩევნების პრინციპს - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”აქტიურად უჭერს მხარს და არის ამ მოძრაობის ფლაგმანი

Edison Research-ის კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ საზოგადოება ემხრობა ელექტრონული არჩევნების პრინციპს, რაც საშუალებას მისცემს ემიგრანტებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”აქტიურად უჭერს მხარს ამას და არის ფლაგმანი ამ მოძრაობისა , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქტიურად უჭერს მხარს ელექტრონული არჩევნების პრინციპს.

“Edison Research-ის კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ საზოგადოება ემხრობა ელექტრონული არჩევნების პრინციპს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალებას მისცემს ემიგრანტებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ემიგრანტებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ეკონომიკაში, განვითარებაში, ისინი უამრავ თანხებს რიცხავენ ქვეყანაში, ეხმარებიან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”აქტიურად უჭერს მხარს ამას და არის ფლაგმანი ამ მოძრაობისა. ასევე, „ედისონმა“ აჩვენა, რომ მოსახლეობის 61%-ი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, ისინი ითხოვენ ცვლილებებს და ემხრობიან მთავრობის ცვლილებას, რადგან აცნობიერებენ, რომ ის თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, არაფრის მომტანია და ეს არის დამაზიანებელი ქვეყნის განვითარებისათვის”, - განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის