საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თემაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო სისხლის სამართლის თემაზე საზაფხულო სკოლას მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სალექციო კურსი ქართველი და უცხოელი პროფესორებს ხელმძღვანელობით, უშუალოდ დარგის ექსპერტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მოლაპარაკებებში ჩართულ პირებთან ერთად იმსჯელონ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე და ამ მიმართებით საქართველოს გამოცდილებაზე.

„საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას სალექციო სესიით დაიწყო. მან დამსწრე აუდიტორიას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების შემუშავების, შინაარსისა და რატიფიკაციის სამართლებრივი თავისებურებების შესახებ საქართველოს მაგალითზე ესაუბრა.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის, ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ხორციელდება.

საზაფხულო სკოლის მიზანია საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში გააღრმაოს ცოდნა და დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინისა და მართლმსაჯულების, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის მიმართ.

საზაფხულო სკოლა 30 სექტემბერს დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო