ლევან ხაბეიშვილი „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო

რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა „ედისონ რისერჩის“ ბოლო კვლევას, რომელიც „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა.

მისი თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „მთავარი იარაღი „ეფესბეს“ აგენტების წინააღმდეგ“.

"ყველა კვლევა, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პარტია, მთავარი იარაღი “ეფესბეს” აგენტების წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ. ცხადია, მნიშვნელოვანია პროდასავლური, პატარა პარტიების მოძლიერება.

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. 63 % ღიად, ჩამოყალიბებულად ოპოზიციურია და იმ 37 % - შიც, რომელიც თითქოს რუსულ პარტიას აძლევს ხმას 10-15 % არის საჯარო მოხელეები და ის ჯგუფები, ვისაც ეშინია ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო”, - წერს ხაბეიშვილი “ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; „საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო