თამარ გაბუნიას განცხადებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთა პროგრამის ფარგლებში, უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე ბავშვი უკვე მკურნალობს

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთა პროგრამის ფარგლებში, უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე ბავშვი უკვე მკურნალობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

„ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამა უკვე მოქმედებს. რამდენიმე ბავშვი უცხოეთის კლინიკებში უკვე მკურნალობს. აქ არის სამი ქვეყანა: ისრაელი, ესპანეთი და თურქეთი. ბიუჯეტი ფარავს ბავშვების საჭიროებას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რაც იქნება საჭიროება, ეს ბიუჯეტი დაფარავს და რაც იქნება ხარჯები, წლის ბოლოს გვექნება მისი გაანალიზების შესაძლებლობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს, ამისთვის კი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო.

პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა