ეიპიემ ტერმინალს ფოთის მხარდაჭერით ბავშვებს სასკოლო ნივთები გადაეცათ

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივითა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის ფინანსური მხარდაჭერით ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 100 ოჯახს სასკოლო/საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ყველა ოჯახის და მითუმეტეს მრავალშვილიანი ოჯახების საზრუნავი ბავშვების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფაა. ამ პრობლემის გათვალისწინებით სასაჩუქრე ნაკრებში თავმოყრილია ყველა ის ძირითადი ნივთი, რომელიც ბავშვებს სწავლის სრულფასოვნად დაწყებაში დაეხმარებათ.

ინფორმაციის თანახმად, ეიპიემ ტერმინალს ფოთი, სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას ფოთში მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება