ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიიდან წამყვან ტუროპერატორებსა და მარკეტინგული სააგენტოს KPRN წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, B2B ფორმატის ფარგლებში, გერმანელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი ტურების მომზადება განიხილეს.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დავესწარით ამ შეხვედრას. წარმოდგენილი კომპანიები თანამშრომლობით დაინტერესდნენ. გერმანული ტურისტული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფრენების განრიგი კომფორტულია და ამ ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. მივესალმებით ამ ტენდენციას და იმედია, ხშირი იქნება ასეთი ვიზიტები“, - აცხადებს ტუროპერატორი, გურამ ავალიანი.

„ამ ტურით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ საქართველოს შესახებ. გერმანელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. გავეცანით ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოს. ჩვენ ვმუშაობთ ტუროპერატორებთან, რათა ტურისტებს ვაჩვენოთ თქვენი მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. ასევე ვმუშაობთ, რომ ბევრი გერმანელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“, - ამბობს მარკეტინგული სააგენტო KPRN-ს წარმომადგენელი, ალექსანდრა გამროთი.

გერმანული ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი თბილისსა და ბორჯომში ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ტუროპერატორები სასტუმროებისა და კვების ობიექტებით დაინტერესდნენ, ასევე მოინახულეს მცხეთა და უფლისციხე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო