მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს 2024 წელს უმასპინძლებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და შედეგად, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს გადმოეცა 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული. ამით საქართველომ დიდი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც საუდის არაბეთში 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრება.

„საქართველო განაგრძობს, იყოს საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში. მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლის სტატუსი მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად დავხვდეთ 3000-მდე წამყვან ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან. ჩვენ შევძლებთ, ღირსეულად წარმოვადგინოთ საქართველოს, როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალი. ამ გამარჯვებით, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს აღიარების, ცნობადობის გაზრდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ლიდერების ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაციას საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო სესიასა და ორმხრივ შეხვედრებში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო