ნინო თანდილაშვილი - დაცულ ტერიტორიებზე არსებული მართვის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გავხადოთ

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმა გაიხსნა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი და მოადგილე, იური ნოზაძე დაესწრნენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლატფორმის მანდატი დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული ყველა სტრატეგიულ-პოლიტიკური საკითხის, ასევე, სტრატეგიული დოკუმენტების, კანონპროექტების, რეგულაციებისა და პოლიტიკური პროცესების განხილვას ითვალისწინებს.

„დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმის საშუალებით, ეროვნულ ადმინისტრაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, დაცული ტერიტორიების მართვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკები გაიზიარონ. ამავე პლატფორმის გამოყენებით, საერთაშორისო მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება მოხდება, რაც დაგვეხმარება, დაცულ ტერიტორიებზე არსებული მართვის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

ეროვნული პლატფორმის პირველ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებასა და გამოწვევებზე, პლატფორმის მნიშვნელობასა და ახალი პოლიტიკის დოკუმენტის ხედვებზე გამახვილდა.

„ბოლო წლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნა, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიერ იმართება. შესაბამისად, გაჩნდა ახალი გამოწვევები და საჭიროებები სისტემის განვითარების კუთხით. პლატფორმის მხარდაჭერით, ნამდვილად შევძლებთ უკეთესი კოორდინაციის მიღწევას დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის განვითარებისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმის შექმნის საჭიროება ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებამ, მათ შორის, დაცული ლანდშაფტების, მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიების, ბიოსფერული რეზერვატების, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების და სხვა საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების დაარსებამ განაპირობა. ეროვნული პლატფორმის საშუალებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს თანაბარი შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო შეხვედრებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ბიომრავალფეროვნების რეფორმების გატარებაში, მის აღსრულებაში, მონიტორინგსა და კოორდინაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიომრავალფეროვნების კარგვა შეჩერდეს, მით უმეტეს, როდესაც ასეთი გლობალური გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, ეკოსისტემების შენარჩუნება, მათი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პლატფორმა ამ სისტემურ რგოლში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის