ახალი, თანამედროვე ტურნიკეტები მეტროსადგურ „ისანში“ უკვე დამონტაჟდა და უახლოეს მომავალში კი, „ახმეტელზე“, „დიდუბეში“ და „ვარკეთილში“ დამონტაჟდება

სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, ახალი და თანამედროვე ტურნიკეტები მეტროსადგურ „ისანში“ უკვე დამონტაჟდა და უახლოეს მომავალში, „ახმეტელზე“, „დიდუბეში“ და „ვარკეთილში“ დამონტაჟდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ძველი, მოხსნილი ტურნიკეტები „სადგურის მოედანი 2“-ში და უნივერსიტეტის მეტროსადგურებზე დამონტაჟდება.

„ამ ეტაპზე უკვე ახალი, თანამედროვე ტურნიკეტები მეტროსადგურ „ისანშია“ დანერგილი. უკვე მომზადებულია და უახლოეს დღეებში დამონტაჟდება სადგურ „ახმეტელზე“. დანარჩენი ტურნიკეტები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უკვე შემოტანილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე, მათი დაპროგრამება და ტესტირება მიმდინარეობს. ეს ტურნიკეტები, როგორც კი დამონტაჟდება, მაშინვე ერთიან საგადასახადო სისტემაშიც უნდა ჩაჯდეს, რათა რაიმე შეფერხება არ მოხდეს. უახლოეს მომავალში, დანარჩენ სადგურებში - „დიდუბეში“ და „ვარკეთილში“ ახალი ტურნიკეტები ეტაპობრივად დამონტაჟება. ეს ძველი ტურნიკეტები, რაც ამ ადგილებში მოიხსნა, „სადგურის მოედანი 2“-ში და უნივერსიტეტის მეტროსადგურებზე დაყენდება, რითაც ძველი ტურნიკეტები ჩანაცვლდება“,- განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

ამასთან, თამაზ რობაქიძის განმარტებით, 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჯერჯერობით ცნობილი არაა, რომელი მეტროსადგურების რეაბილიტაცია განხორციელდება.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარებს, რათა 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პირობები შეთანხმდეს. კონკრეტულად, რომელი მეტროსადგურების რეაბილიტაცია განხორციელდება, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ეს დაზუსტდება მას შემდეგ, რაც კონცეპტუალური დიზაინი შემუშავდება, შემდეგ კი, რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია მომზადდება“, - განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო