ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში სასტუმრო „სოლომონი“ ფართოვდება

ბაზისბანკთან პარტნიორობით და აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, ქუთაისში სასტუმრო „სოლომონი“ ფართოვდება და სტუმრებს ჯამში 28 ნომრით მოემსახურება, პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკმა 1.5 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა გასწია.

ბაზისბანკთან პარტნიორობით ჩატარდება სასტუმროს გარე ფასადის სრული მოპირკეთება და სასტუმროს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, ასევე შენობის სრული რემონტი/აღჭურვა. ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობა.

შენობა, რომელშიც სასტუმრო „სოლომონია“ განთავსებული, მე-19 საუკუნეში არის აშენებული და გამოირჩევა უნიკალური სტილის არქიტექტურით. სასტუმრო ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.

სასტუმროს ახალი კორპუსის დასრულება და პირველი სტუმრების გამასპინძლება 2024 წლის დასაწყისიდან არის დაგეგმილი. სასტუმრო, ვიზიტორებს საქართველოს გაცნობით სხვადასხვა ტიპის ტურებს სთავაზობს, მათ შორის ღვინის და ქართული ავთენტური სამზარეულოს სადეგუსტაციო ტურებს. დასასვენებელ სივრცეს, კერძო პარკინგსა და რეცეფციის 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს.

„სასტუმროს განვითარება ჯერ კიდევ პანდემიის დროს დავგეგმეთ, რაც გამოწვევა იყო ბანკებთან ურთიერთობისას. ბაზისბანკმა ჩვენთან ერთად აიღო რისკები და პარტნიორული დამოკიდებულება გამოიჩინა, რაც ცალსახად მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს აღნიშნულ პროექტში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება ჩვენს ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებას“, - სასტუმრო „სოლომონის“ მენეჯერი, გიორგი ქებულია.

„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სასტუმრო სოლომონი ფართოვდება და კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება“, - ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონის უფროსი, ნათია ბერიძე.

(R)

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი