„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება

საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება - იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, - ამის შესახებ აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში - “საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს: 2023 წლის იანვარი-ივნისი“.

როგორც ორგანიზაციის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, დამოკიდებულების ზრდა ყველაზე მეტად ფულადმა გზავნილებმა და პროდუქციის იმპორტმა განაპირობა.

„საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. დამოკიდებულების ზრდა ყველაზე მეტად ფულადმა გზავნილებმა და პროდუქციის იმპორტმა განაპირობა. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 1995-2021 წლებში რეგისტრირებულ რუსულ კომპანიების რიცხვზე 3-ჯერ მეტია. უშუალოდ 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 კომპანია დარეგისტრირდა. 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. რუსი ვიზიტორების წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია, რაც რეკორდული მაჩვენებელია რუსი ვიზიტორების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიან გზავნილებში 47.5% იყო. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა 38 მლნ დოლარით (275%-ით). რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავაც ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა - 75%-ით. რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა. რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო სექტორში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა”,- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ორგანიზაციის რეკომენდაციებს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ქვეყანას ჯერ არ აქვს ასეთი შეთანხმება.

„საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს, თუმცა ეკონომიკური მონაცემები საპირისპიროს აჩვენებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება; გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გასცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის”,- ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო