„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან ყოველი მე-5 რუსეთის მოქალაქეა, მათი ნაწილი  საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან ყოველი მე-5 რუსეთის მოქალაქეა.

ამასთან, კვლევაში მოყვანილი “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.

„2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. რუსი ვიზიტორების წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია, რაც რეკორდული მაჩვენებელია! რუსი ვიზიტორების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად”,- ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა