„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით „აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ ჩატარდა

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ზუგდიდში, შეხვედრა -„აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ირიგაციასა და ფერტიგაციის საკითხები განიხილეს, მონაწილეები სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს გაეცნენ, რაც ვეგეტაციის, აზოტისა და წყლის შემცველობის ინდექსებზე დაკვირვებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გაეცნოთ და გასაუბრებოდნენ აგროსექტორის წარმომადგენლებს, მოესმინათ მათი გამოცდილების შესახებ და მიიღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრომიმართულების მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესის წახალისებაა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მიზანიც ადგილობრივი მეწარმეებისთვის აგრო სფეროში ტექნოლოგიური გამოწვევების და თანამედროვე გადაწყვეტების გაცნობაა. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აგრო სექტორის მხარდაჭერას. “ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა ალექსანდრე მელქაძემ.

„საქართველოს ბანკის“ აგრო ბროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო