სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ბრიუსელში „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“  წარმომადგენლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, ბრიუსელში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოკა კაციტაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს რეგიონული პროგრამის კოორდინატორმა მაშა ჩიჩენკოვამ და ადამიანის უფლებათა მრჩეველმა ილვია ჰასანოვამ უმასპინძლეს.

„OMCT - არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციაა, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან ბრძოლის მიზნით, 200 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს.

„წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია“ (OMCT), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) შეხვედრებისთვის ანგარიშების კოორდინაციას უზრუნველყოფს.

სამსახურის უფროსმა უფლებადამცველებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის როლზე და მანდატზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა ფაქტების გამოძიების და ამ პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის საკითხებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.

„წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალადობის და დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თაობაზე, ორგანიზაციის მიერ დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში