დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით ევროკავშირს კი არ დაგვაახლოვა, პირიქით დაგვაშორა

პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით ახალი საბოტაჟი მოუმზადა საკუთარ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკურ სანქციას და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს შევუერთდით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

ხუნდაძის თქმით, საქართველო იქნება ევროპული ოჯახის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული ღირებულებებით და პრინციპებით.

„პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით ევროკავშირს კი არ დაგვაახლოვა, პირიქით დაგვაშორა. ბალტიისპირეთში ჩავიდა იმისათვის, რომ ახალი სავაჭრო თემა შემოეტანა სტატუსის მიღების სანაცვლოდ - სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ანუ, სანქციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით ახალი საბოტაჟი მოუმზადა საკუთარ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ შევუერთდით ყველა პოლიტიკურ სანქციას და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს. ამ თემის გაცოცხლებით ომის პარტიის „გენერალურმა სამდივნომ“ უცხოეთში ახალი ხრიკი მოიფიქრა სტატუსზე სავაჭროდ, ისევ ჩვენი პრეზიდენტის და ოპოზიციის ხელით შესასრულებლად.

მათ უნდა შეიგნონ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ სტატუსით. ეს ჩვენ სამართლიანად გვეკუთვნის და მჯერა, მივიღებთ, რადგან საღად მოაზროვნე ძალა დიდია ევროპაში. საბედნიეროდ, პოლიტიკური შანტაჟისტები, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშიც, მილევადია. შეუძლებელია ნამდვილ დემოკრატიას აჯობოს ანარქიამ.

ანარქისტების დრო რომ სრულდება, ამას თავად მათი კვლევები ცხადყოფს. ჩვენ ეს შელამაზებული, მაგრამ მაინც მათთვის უკიდურესად მძიმე კვლევის შედეგები არ გვჭირდება, ისედაც ვიცით, რომ ჭეშმარიტ ფასეულობებს ვერ ერევა ვერავინ. არჩევნების ბედს არ წყვეტენ პოლიტიკოსები, ამას წყვეტს საზოგადოება.

საქართველო იქნება ევროპული ოჯახის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული ღირებულებებით და პრინციპებით,“ - წერს ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის