კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციასთან შეხვედრებზე მუშაობა მიდის იმაზე, რომ არ მოხდეს იმპიჩმენტის მხარდაჭერა, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, თითქოს საუბარია ევროინტეგრაციის გზაზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არა კანდიდატის სტატუსის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო ხვდება, არამედ იმ მიზნით, რომ პარლამენტში მათ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირონ.

კალაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს, მაგრამ ამასთან, მისი შეფასებით, ეს მას „დღევანდელ მოცემულობაში ძალიან რთულად ეჩვენება“.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა დღევანდელ მოცემულობაში ძალიან რთული იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ თავიდანვე ისაუბრა, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის, ვნახოთ და დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტში დეპუტატების მხრიდან.

რაც შეეხება მის ვოიაჟს, იცით, რომ ეს არის ჩვეულებრივად კონსტიტუციის დარღვევა, სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს.

რეალურად მუშაობა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ მხარდაჭერა არ მოხდეს იმპიჩმენტის განხილვისას, როდესაც პარლამენტში იქნება, თუმცა ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, თითქოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

ჩვენ ვმუშაობთ ქართველ ხალხთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. რაც შეეხება დეპუტატებს, ეს თავად მათი გადასაწყვეტია, თუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმპიჩმენტთან მიმართებით“, -აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო