კახა კალაძე მელიაზე - პლატფორმები ბევრი გვინახავს, დღეს შეიძლება ერთი სახელი ერქვათ, ხვალ სხვაგან იქნებიან, ზეგ კიდევ რაღაცას დაირქმევენ, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება - ადამიანები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან

ასეთი პლატფორმები ბევრი გვინახავს, ასევე, ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან ყველანი, დღეს შეიძლება ერთი სახელი ერქვათ, ხვალ რაღაც პლატფორმაზე იქნებიან, ზეგ კიდევ რაღაცას დაირქმევენ. ნუ, რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ნიკა მელიას მიერ პოლიტიკური პლატფორმის შესაძლო შექმნის შესახებ ინფორმაციას.

მისივე თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

„იცით ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება. ეს პლატფორმები ბევრი გვინახავს, ასევე, ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ ერთნი არიან ყველანი, დღეს შეიძლება ერთი სახელი ერქვათ, ხვალ რაღაც პლატფორმაზე იქნებიან, ზეგ კიდევ რაღაცას დაირქმევენ. ნუ, რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზოგადად რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, სირთულეებს, გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში, მსოფლიოში. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყანა გაიყვანოს ბოლომდე სამშვიდობოს, შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, არ გაატაროს სხვა ქვეყნის ინტერესები ისე, რომ დაზიანდეს ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესები, ერთადერთი ძალა არის “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც მან აღნიშნა, გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

„ნიკა გვარამია დიდი ხანია არის პოლიტიკაში და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გინდ გვარამია იყოს, გინდ ბუაძე, მელია და ა.შ. ამით არაფერი შეიცვლება, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ ჰყავთ ერთი პატრონი და რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება ჩვენს ქვეყანაში. როგორ შეიძლება ადამიანი განიხილო კონკურენტად, რომელიც ისეთი სიბინძურეებით იყო დაკავებული, როდესაც ხელისუფლებაში იყო, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იგივე მისი განცხადებები, კონკრეტული ქმედებები, თუნდაც ლევან ბერძენიშვილის მიმართ გაჟღერებული განცხადება, რომ ის არის რუსეთი აგენტი, შალვა ნათელაშვილის მიმართ გაჟღერებული განცხადება, რომ ის არის რუსეთის აგენტი და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. ის დღესაც აგრძელებს ამ სიბინძურეს, თავისი გამონათქვამებით.

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვაქებდი, როდესაც ამის საჭიროება იყო და როდესაც შესაქები იყო, თუმცა იმავდროულად არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ ვსაუბრობდი იმ პრობლემებზე, გამოწვევებზე და იმ ცუდ რაღაცებზე, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში და ამიტომ მათთვის კახა კალაძე მისაღები არ იყო“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო