ირაკლი ფავლენიშვილი - ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, შეუძლებელია მუდმივად დარჩე შენივე პარტიის ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ მყარ ელექტორალურ სიძლიერეს საფრთხეს ვერავინ შეუქმნის

ვფიქრობ, ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. შეუძლებელია მუდმივად დარჩე ოპოზიციის ოპოზიციაში და შენივე პარტიის ოპოზიციაში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება სამიზნეების გასწორებასთან დაკავშირებით ყველას მისაღები აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ნიკა მელიას მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესაძლო შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, არ იცის, კონკრეტულად რას აპირებს ნიკა მელია იმ შემთხვევაში, თუ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს, თუმცა თუ ის ბრძოლას „რუსული ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ გააგრძელებს, ნამდვილად გამოადგება ოპოზიციურ ძალებს“.

„მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეზე ვსაუბრობ. გასაგებია, რომ ის არ არის რიგითი აქტივისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და ოპოზიციის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც აქვს ყველაზე ძლიერი იდენტობა ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. მისი იდენტობა უკავშირდება არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს. [იმ შემთხვევაში, თუ მელია პარტიიდან გავა და პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის] „ნაციონალური მოძრაობის“ მყარ ელექტორალურ სიძლიერეს ის საფრთხეს ვერ შეუქმნი, თუმცა, თუ ნიკა მელიას პროდასავლელი ამომრჩევლის ხმებზე, რომელთა დაკარგვაც ოპოზიციური ბრძოლისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, ექნება პროგრესი და პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ჩვენ და მათ შორის მეც დადებითად შევაფასებთ“, -განაცხადა ფავლენიშვილმა.

მანა ასევე ისაუბრა „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებზე,

„კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური და ეროვნული ინსტრუმენტი „რუსული ოცნების“ და რუსული ოლიგარქიული სისტემის დემონტაჟის საქმეში. გასაგებია, რომ რა თქმა უნდა, უკეთესის სურვილიც არსებობს პარტიის მომხრეთა შორის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პარტიას ჰქონდა შიდა რყევები. დარწმუნებული ვარ, რომ მალე თვიდან დაიწყება იმ დღის წესრიგის განხორციელება, რომელიც მათ შორის, პარტიის ამომრჩევლისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო