კახა კალაძე - ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანიები იხსნება, ეს აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერია - მნიშვნელობა არ აქვს, რუსი იქნება, ამერიკელი, ირანელი თუ ავსტრიელი, ვინც კანონს დაარღვევს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

მე არ ვიცი, თქვენ რომელ კომპანიებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით - ზოგადად ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანიები იხსნება სხვადასხვა მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

მისივე თქმით, განურჩევლად ეროვნებისა, ვინც საქართველოში დაარღვევს კანონს და კონსტიტუციას წინააღმდეგ წავა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მე არ ვიცი, თქვენ რომელ კომპანიებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და არც მონაცემები გამაჩნია, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ზოგადად ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანიები იხსნება სხვადასხვა მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერი არ არის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში მოქმედებს კანონები, კონსტიტუცია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რუსი იქნება, ამერიკელი, ირანელი, ავსტრიელი, ვინც დაარღვევს კანონს და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ძალიან მარტივად“, - განაცხადა კალაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა