გია ვოლსკი - მეორე ფრონტის გახსნის თემა ისე მასხრად ასაგდები არ არის, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ - მეორე ფრონტი გახსნის თემა არსებობდა და დღემდე არსებობს

მეორე ფრონტის გახსნის თემა ისე მასხრად ასაგდები თემა არ არის, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ - მეორე ფრონტი გახსნის თემა არსებობდა და დღემდე არსებობს, რაზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მრწამსია ჩამოკიდებული - მინდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზები და ოსები დავარწმუნო, რომ საქართველოს არანაირი გეგმა და მიზანი იმისა, რომ ძმათამკვლელი ომი გააჩაღოს, არ გააჩნია, თუნდაც ამას რუსეთის ბაზების წინააღმდეგ გალაშქრება დაერქვას, - ეს განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ მთიანი ყარაბაღის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მას ინტენსიური ურთიერთობა აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებთან და აფხაზებთან და როგორც სოხუმში, ასევე ცხინვალში არსებობს ეჭვები, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა რომ მოატოვოს, ბაზები გავიდეს და რუსეთმა გადაწყვიტოს, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა ძალისმიერი მეთოდით უნდა აღიდგინოს, რა ემუქრებათ და რა პერსპექტივა არსებობს.

„ასეთი განწყობები, ეჭვები და ფიქრები აფხაზეთსა და ცხინვალში არის. არანაირი ძალის გამოყენება საქართველოს მხედველობაში არა აქვს, მათ შორის არც რუსეთთან დაკავშირებით ომის გაჩაღება აწყობს ქვეყანას, რადგან საქართველოს და რუსეთის სამხედრო რესურს შორის განსხვავება შეუდარებლად დიდია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებას იმ პერსპექტივას ნუ შევადარებთ, რაც საქართველოსა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირებას გააჩნია, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სხვა სამხედრო ძალა არ არსებობს. მეორეც, თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზები იარაღით ხელში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ დაუპირისპირდებიან, თუკი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ძალისმიერი მეთოდით გადაწყდება, ამაში ძალიან ცდება. მცირერიცხოვანი აფხაზი ერი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება.

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკა არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ის უბედურება განმეორდეს, რაც ძმათამკვლელმა ომმა მოგვიტანა. ასე რომ, პოლიტიკოსების მხრიდან აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენების მაგალითად მოყვანა არასწორი და უზნეოა, ვინაიდან საქართველოში ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მათ შორის დაპირისპირების პროვოცირებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც გუბაზ სანიკიძემ თქვა და თაკო ჩარკვიანმა დაამატა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა