პაატა მანჯგალაძე - ფარცხალაძე ლუსტრირებული რუსი ჯაშუშია - ღარიბაშვილი მასთან ერთად საქართველოს ინტერების ღალატის სქემაშია ჩართული

„სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე „ლუსტრირებული რუსი ჯაშუშია და ხელისუფლებაში მყოფი არალუსტრირებული ჯაშუშები მას არ გაასამართლებენ“.

მისივე განმარტებით, „ირაკლი ღარიბაშვილი ფარცხალაძესთან ერთად, საქართველოს ინტერების ღალატის სქემაშია ჩართული“.

„ფარცხალაძე ლუსტრირებული რუსი ჯაშუშია. საქართველოს ხელისუფლებაში უფრო მაღალი ჩინის, არალუსტრირებული ჯაშუშები არიან და ბუნებრივია, მხილებულ, ლუსტრირებულ ჯაშუშს, ჯერ არალუსტრირებული ჯაშუშები არ გაასამართლებენ. ღარიბაშვილმა გუშინ ფაქტობრივად დაიცვა ფარცხალაძე და ამერიკის სპეცსამსახურებს ბრალი დასდო, თითქოს არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ღარიბაშვილი ფარცხალაძესთან ერთად საქართველოს ინტერების ღალატის სქემაშია ჩართული. თუ ფარცხალაძეზე ნეგატიურად ისაუბრებდა რისკი იყო, რომ ფარცხალაძეს ღარიბაშვილის მხილება დაეწყო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ დაანონსებული ახალი პლატფორმის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელია „ევროპული კურსის მხარდამჭერია და სადაც მისთვის კომფორტული იქნება, იქ უნდა გააგრძელოს ბრძოლა“.

„ნებისმიერი ადამიანი, არათუ ლიდერი, ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. გამარჯვების მთავარი გასაღები, ხალხთან კოალიციაა, ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც საქართველოს ერთიანობა ძვირფასია. ნიკა მელიაც ევროპული კურსის მხარდამჭერია და სადაც მისთვის კომფორტული იქნება, იქ უნდა გააგრძელოს ბრძოლა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს