საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის სენატის პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ავსტრიის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “დემოკრატიის ვორქშოპის” მიმდინარეობა და ორი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობა.

შალვა პაპუაშვილმა და კლაუდია არპამ, აგრეთვე, ისაუბრეს ავსტრიის სენატის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება