ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე, 38.2%-ზე იქნება

2024 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე, 38.2%-ზე იქნება,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, თუ 2020 წელს ქვეყნის საგარეო ვალი 60%-ზე მეტი იყო, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე იქნება. 2020 წელს 60.2% იყო. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ კი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით მთავრობის ვალის დონე მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. მომდევნო წელს 38.2% იქნება, რაც საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის სრულიად უსაფრთხო მაჩვენებლად ითვლება“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო