დავით ჭიჭინაძე - თურნავასნაირი მეორე მართლა არ არსებობს, მას ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ „დამკვეთის“ შეკვეთის შესრულება ჰგონია

თურნავასნაირი მეორე მართლა არ არსებობს. მას ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ „დამკვეთის“ შეკვეთის შესრულება ჰგონია, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების დაიგნორებამ, შეიძლება სერიოზულ სანქციებამდე მიიყვანოს ქვეყანა.

„თურნავასნაირი მეორე მართლა არ არსებობს. მას ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ „დამკვთის“ შეკვეთის შესრულება ჰგონია. თუ „დამკვეთს“ რაიმე კონკრეტული ობიექტის ხელში ჩაგდება მოუნდებოდა, ეს ოდითგანვე, ჯერ კიდევ შევარდნაძიდან და სააკაშვილიდან მოყოლებული, ასრულებდა და ასრულებს ყველა ბინძურ დაკვეთას. საქმეც კი იყო მასზე აღძრული, მაგრამ „ოცნებასთანაც“ დალაგდა და ახლა ერთად აქცევენ ქვეყანას. ფაცხალაძის თემაც ხომ მორიგი დაკვეთის შესრულებაა.

იმ სხვაობით, რომ ამ სანქციების დაიგნორებამ, შეიძლება სერიოზულ სანქციებამდე მიიყვანოს ქვეყანა, რადგან, როდესაც სავალუტო ფონდი პარტნიორობას გიწყვეტს, ე.ი. სანდოობის რეიტინგი დაეცა, რაც პირდაპირი ნიშანია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყნიდან უნდა გაიქცნენ.

ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა ლარის კურსი ისე ჩამოაქციონ, რომ მართლა ბოლომდე ჩამოვიშლებით. როგორც ჩანს ჯერ უბრალოდ ხალხს უწევენ ანგარიშს. ისე, კითხვა მაქვს ოპოზიციასთან, დღეს აღარ მოსწონთ თურნავა?! მათ როდესაც ემსახურებოდა, მაშინ ხომ კარგი იყო?! ძალიან ნაკლებად მახსენდება ვინმე, ვინც ჩემთან ერთად აპროტესტებდა მის აღზევებას“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?