„პროგრესის ცენტრი“  ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის მოგვარების თაობაზე საკუთარ ხედვას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ცნობით, დღევანდელ ღონისძიებაზე ყველა ის საკითხი და პრობლემა განიხილეს დეტალურად, რაც საქართველოში ახალგაზრდებს დასაქმების დროს ექმნებათ.

„დაისვა კონკრეტული კითხვები, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ხელი შეუწყოს უმუშევრობის შემცირებას, რათა აღარ გაგრძელდეს მათი მასიური გადინება ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. არამთავრებო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან ქვეყანაში არსებულ ამ პრობლემას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 18%, მეორე კვარტალში კი - 16, 7%-ია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 17, 3%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილში უმუშევრობის დონეს, 2022 წლის ანგარიშს თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 19 წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირდება და უმუშევრობის დონე - 47, 4%-ს შეადგენს. 20-24 წლის ასაკის პირებში უმუშევრობის მაჩვენებელი 37, 3%-ია, 25-29 წლის შემთხვევაში - 22, 2%. ასაკის მატებასთან ერთად უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმუმ 1%-ით იკლებს.

ცოტა ხნის წინ Visual capitalist-მა, ქვეყნების მიხედვით 2023 წლისთვის უმუშევრობის დონის პროგნოზების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ათეულშია. „ფორბსის“ სტატიის მიხედვით, სამხრეთ აფრიკის (35, 6%), სუდანის (30, 6%), მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის და ღაზის (25%) შემდეგ, მეოთხე ადგილზე უმუშევრობის დონის პროგნოზით საქართველოა 19, 5%-ით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „პროგრესის ცენტრის“ დირექტორი ელენე ელბაქიძე განმარტავს, „ამ მძიმე მონაცემების გათვალისწინებით“, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ მუდმივად ცდილობს, ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდების დასაქმების საკითხს, უშუალოდ მოისმინოს მათი შეკითხვები და მოსაზრებები, სად და როგორ ხედავენ გამოსავალს, გაუზიაროს მათ ევროპული გამოცდილება და მათთან ერთად იმუშაონ ახალგაზრდების საუკეთესო მომავლის შესაქმნელად.

„პროგრესის ცენტრი“ არის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა: განათლების პოლიტიკა, სოციალური საკითხები, გენდერი და ქალთა უფლებები, მწვანე საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ცენტრს ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა ჯგუფისთვის ალტერნატიული სივრცისა თუ პლატფორმის შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო