ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ აეროპორტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში, შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ აეროპორტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში, შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ამჟამად ამ მიმართულებით მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი კვლევის განხორციელების ეტაპზე და კვლების შედეგად გამოიკვეთება, იქნება თუ არა სახელმწიფოს მონაწილეობის აუცილებლობა.

„ამ მიმართულებით მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი კვლევის განხორციელების ეტაპზე. მას შემდეგ, რაც დასრულდება კვლევა, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, აქ შეიძლება არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აეროპორტის არსებული მოდელი არის იმდენად მომგებიანი, რომ შესაბამისი შემოსავლები უზრუნველყოფდეს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას სუვერენული გარანტიების და სახელმწიფოს მხრიდან სუვერენული ჩარევების გარეშე. დღეს არსებული ბიზნესმოდელი ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საბოლოო კვლევა როგორ დასრულდება. თუ ამისი საჭიროება იქნება, ეს ბიუჯეტში შემდგომ აისახება, თუმცა ჩვენი წინასწარი შეფასებით, აეროპორტების შემოსავლები და მომგებიანობა იმდენად მაღალია, რომ აქ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია არც იყოს სახელმწიფოს მხრიდან სუვერენული დაფინანსების საჭიროება. აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო შესაძლებელია ფლობდეს, თუმცა კომპანიის, რომელიც მოემსახურება ამ აეროპორტს, შემოსავლებმა სრულად უზრუნველყოს იმ ვალდებულებების გადახდა, რა ვალდებულებებიც იქნება აღებული აღნიშნული მშენებლობის და რეაბილიტაციის ფარგლებში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან არ დააკონკრეტა, რომელი აეროპორტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე შეიძლება იყოს საუბარი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო