ფინანსთა მინისტრი - სოციალური ნაწილი ყველაზე მძიმეწონიანი ხარჯია საქართველოს ბიუჯეტში - საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ, რასაც მხარდაჭერა სჭირდება

ბუნებრივია, სოციალურ კომპონენტს უფრო მეტი წონა აქვს ჩვენს ბიუჯეტში - საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ, შესაბამისად, რეფორმებს შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდება,- მის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, მან 2024 წლის ბიუჯეტზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ჯანდაცვის პროგრამას არაერთი რეფორმა და მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა, რომელსაც მომდევნო წლებში გაგრძელება სჭირდება.

„ბუნებრივია, ჩვენს ბიუჯეტში სოციალურ კომპონენტს უფრო მეტი წონა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური ნაწილი ყველაზე მძიმეწონიანი ხარჯია საქართველოს ბიუჯეტში, მომდევნო წლების და ცვლილებების დროსაც, სოციალურ ნაწილს დიდი წონა აქვს. ეს მოიცავს, როგორც პენსიების და სოციალური დახმარებების გაზრდას, ასევე ჯანდაცვის მიმართულებას და საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს. არაერთი რეფორმა და არაერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა მიმდინარე წელსაც, რომელიც შემდეგ წელს სრულად უნდა იყოს დაფინანსებული. თუნდაც, 18 წლამდე ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობა, გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვას დაემატა ის დაავადებები, რომელიც არ შედიოდა. მნიშვნელოვანია ეს თანხები სრულად იყოს ასახული შემდეგ წელსაც.

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, შესაბამისად, რეფორმებს შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდება. ეს კომპონენტებია ძირითადად, რაც ზრდის მიმართულებით არის ასახული ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ერთი მხრივ, არის სოციალური უზრუნველყოფა, პენსიები და სოციალური დახმარებები, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სერვისები, რომელიც ფართოვდება და უფრო და უფრო მეტ კომპონენტს მოიცავს. იგივე ბავშვების დახმარება, რომელიც გაოთხმაგებულია, ჯამში 600 მილიონ ლარზე ავედით, რომელსაც სახელმწიფო უხდის სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ყოველ თვე თითოეულ ბავშვზე 50 ლარი იყო და 2 წელიწადში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 200 ლარამდე“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი