ვახტანგ ცინცაძე - მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მისი მთავარი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის და მომსახურების, ასევე ექსპორტის ზრდაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა მიმდინარე წლის აგვისტოშიც და არის მოლოდინი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალ თვეებშიც.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას ისაუბრა, რომლის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.0%-ს გაუტოლდა.

„მთლიანობაში, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის და მომსახურების ექსპორტის, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაა“, - აღნიშნა ცინცაძემ.

მისი თქმით, სექტორების მიხედვით ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ნარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რასაც ხელს უწყობს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა. ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გაგრძელდება მომავალ თვეებშიც, რაც პოზიტიურად აისახება როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის განცხადებასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება