„საქართველოს კაპიტალმა“, „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, 150 მლნ დოლარის ოდენობის, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას უმასპინძლა

სს „საქართველოს კაპიტალმა“ („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP”, „კომპანია“), სასტუმრო „რუმსში“, ადგილობრივ ბაზარზე 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, მდგრადობასთან დაკავშირებული 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას უმასპინძლა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიებას გარიგებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციისა და სტრატეგიული ინვესტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სს „საქართველოს კაპიტალის“ მთავარ სტრატეგიულ ინვესტორებს წარმოადგენდნენ კომპანიის გრძელვადიანი პარტნიორები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ: ირაკლი გილაური, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, „საქართველოს კაპიტალი“; ალკის დრაკინოს, კავკასიის რეგიონის დირექტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); სიუზან გაბური, კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, აზიის განვითარების ბანკი (ADB); ნია ბერია, ასოცირებული საინვესტიციო ოფიცერი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB); რაფალ გოლებიოვსკი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).

პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, რომელთა შორისაც იყო: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის ბოლოდროინდელი და სხვა მსგავსი გარიგების გამოცდილება, კომპანიის და სტრატეგიული ინვესტორების მიზნები მდგრადობასთან დაკავშირებით, ინვესტორთა მოლოდინები და მათი უპრეცედენტო დაინტერესების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის („ჯგუფი“) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს „საქართველოს კაპიტალმა“, სს „გალტ & თაგარტისა“ და შპს „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონალურ ბაზარზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება