„სელფი“ „თბილისი მარათონის“ გენერალური სპონსორია

„სელფი“ „თბილისი მარათონის“ გენერალური სპონსორია. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მხარს უჭერს წლის მთავარ მოვლენას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებს აერთიანებს. უკვე ტრადიციად ქცეული „თბილისი მარათონი“ წელს 1-ლ ოქტომბერს იმართება და სელფი ღონისძიების გენერალური სპონსორია.

„თბილისი მარათონი“ უკვე მე-12 წელია რაც იმართება და ემსახურება საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას. ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობა, „სელფის“ ერთ-ერთი მიმართულებაა, რისთვისაც „სელფი“ მის აბონენტებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ პროდუქტებს სთავაზობს. მარათონის მხარდაჭერაც ეხმიანება სელფის მიზანს, მისცეს მომხმარებლებს მოტივაცია დანერგონ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი. წელს, მარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა მოხმარდება კასპის სოციალური სერვისის - 6-18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას. დეტალური ინფორმაციისთვის: www.Tbilisimarathon.ge “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის