თბილისმა „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტს უმასპინძლა

„ღამის სერენადებმა” საიუბილეო, მე-15 ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თბილისში გამართა. ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, შემოქმედებითმა ჯგუფმა კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული კონცერტები შესთავაზა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მუსიკოსებმა.

„ძალიან გვიხარია, რომ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და ჩავატარეთ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ფესტივალი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. კლასიკური მუსიკის კონცერტების პარალელურად, მოვაწყეთ ვორქშოპები, მასტერკლასები, გამოფენა. ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჩვენი პარტნიორი გახდა. ფესტივალზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მევიოლინეებზე, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ქალბატონი ლიანას დაარსებულია. “ღამის სერენადებს” ეწვია ჰეიონ პარკი კორეელი მევიოლინე ლონდონიდან, ვირტუოზი ლაურა მარზადორი, ლა სკალას პირველი ვიოლინო, ჩვენი ვერიკო ჭუმბურიძე, ასევე ვოკალისტები გერმანიიდან, იტალიიდან, ჩვენი პიანისტი თათა ლიჩელი და მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი,“ - აღნიშნა ფესტივალის დირექტორმა, ნანა ცაგარელმა.

„ფესტივალის არსი და მნიშვნელობა არის ის იმპულსი, რომ ადამიანები დავმუხტოთ დადებითი ენერგიით. “ღამის სერენადების” დაარსების დღიდან, ლიანას სურვილი ამ უდიდესი საგანძურის, კლასიკური მუსიკის პროპაგანდა და განვითარება იყო. კლასიკური მუსიკა ხომ კაცობრიობის სულიერების ერთ-ერთი უმთავრესი ბირთვია.

ბორჯომში ფესტივალის გახსნაზე შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები – იოჰანეს ბრამსის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. ასევე აჟღერდა ქართული მუსიკა – „ასე ჩონგური“ და ,,კუჩხი ბედინერი“ ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან „მეგრული სიმღერები“.

ბათუმში კორეელმა მევიოლინემ, ჰეიონ პარკმა ქართველ პიანისტთან, თამარ ლიჩელთან ერთად, სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატა არაჩვეულებრივად შეასრულა. ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით კი ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი ააჟღერა.

თბილისში დასკვნით კონცერტებზე კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ჯოაკინო როსინის, უმბერტო ჯორდანოს, პიეტრო მასკანის შესანიშნავი ნაწარმოებები შესრულდა.

ფესტივალის დასკვნით საღამოზე მოცარტის მუსიკა აჟღერდა. მოცარტის რონდო და სავიოლინო კონცერტები საერთაშორისო აღიარების მქონე სოლისტმა და კამერულმა მუსიკოსმა, ამჟამად ლა სკალას ორკესტრის პირველმა ვიოლინომ ლაურა მარზადორივ ააჟღერა. მას თანხლება ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები გაუწია. მოხარულები ვართ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და მადლობას ვუხდით უმაღლესი რანგის მონაწილეებსა და უთბილეს დამსწრე საზოგადოებას, ასევე სპონსორებსა და მხარდამჭერებს,“ - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

„პირველად შევასრულე ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და ასევე, პირველად დავუკარი “ღამის სერენადებზე”. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალის მონაწილედ ყოფნა, უდიდესი პატივია. 13 წლის ვიყავი ქალბატონი ლიანა რომ გავიცანი და ამ ფესტივალზერომ დამპატიჟა ძალიან გამიხარდა. ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩემი ფავორიტი ქართველი მევიოლინეა, უდიდესი პატივს ვცემ,“ - აღნიშნა ვერიკო ჭუმბურიძემ.

„ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიაა „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები - ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024