იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ

30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სუქოთი, ანუ „კარვობა“, ებრაული კალენდრის ერთ-ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ კარავში იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ამასთანავე, სუქოთი მოსავლის აღებისა და დაბინავების დღესასწაულიცაა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება