2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 870,0 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა - მათ შორის, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 50 ლარით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება

2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 870,0 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა - მათ შორის, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 50 ლარით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება.

უფრო კონკრეტულად, როგორც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში კი თითქმის 500 ლარს გაუტოლდება; ასევე, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება.

რაც შეეხება სხვა სოციალურ მიმართულებებს, გარდა პენსიისა, 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით; ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;

„სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციები, რომელთა კომპენსაციის დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე (და არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს).

მათ შორის, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება - 1 494,0 მლნ ლარი (გაზრდილია 153,9 მლნ ლარით) შეადგენს; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 101,6 მლნ ლარს; ასევე, პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება იზრდება 9,8 მლნ ლარით და შეადგენს 76,4 მლნ ლარს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 7 735,0 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 876.6 მლნ ლარით, ხოლო 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტთან შედარებით 626,6 მლნ ლარით. ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია: მოსახლეობის სოციალური დაცვა - 5 580,6 მლნ ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 701,7 მლნ ლარით. მათ შორის: საპენსიო უზრუნველყოფა - 3 900,0 მლნ ლარი (2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 520,8 მლნ ლარით, ხოლო ცვლილების პროექტთან შედარებით 445,8 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით“,-

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის ნაწილს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 597.3 მლნ ლარი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 030,0 მლნ ლარს, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 150 მლნ ლარით, ხოლო ცვლილების პროექტთან შედარებით 50,0 მლნ ლარით.

„ზრდა ძირითადად გამოწვეულია პროგრამის ფარგლებში DRG-ის (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) პრინციპით სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატარიფო სისტემით გადახდის მექანიზმების სრულყოფილად დანერგვის დაწყებით, რაც საწყის ეტაპზე მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების უფრო ეფექტიან გამოყენებას. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - 90,5 მლნ ლარი; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 116,3 მლნ ლარი, მათ შორის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 102.7 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 245,5 მლნ ლარი“,- აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო