გიორგი ამილახვარი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დემოკრატიის განვითარების კუთხით განათლების როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოში განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მათივე ცნობით, საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„მადლობას გიხდით ვიზიტისთვის, რომელიც ახლახან საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან განხორციელდა - ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მადლობა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ძალიან კარგად თანამშრომლობს საელჩოსთან და ელჩთან. მოხარული ვარ, რომ GRC-ის ხელმძღვანელად აირჩიეთ საქართველო. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

აქტიურად ვართ ჩართულნი სამოქმედო გეგმის 2024-2027 შემუშავებაში და ვმონაწილეობთ აღნიშნულ პროცესებში. ჩვენთვის, განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს 2024-2030 წლების განათლების სტრატეგიის ძირითადი კომპონენტების ადგილობრივ სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

საქართველო სრულად უჭერს მხარს და ემხრობა რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმად დემოკრატიისა და საერთო ევროპული ღირებულებების ირგვლივ ქვეყნების გაერთიანებისთვის განათლებაში თანხების ინვესტირების განხორციელება აუცილებელია. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ დეკლარაციაში საქართველოს საკითხი ხაზგასმით იქნა გამოყოფილი, რისთვისაც მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

უწყების ცნობით, საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე.

მისი თქმით, სამინისტრომ განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყო თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა, შესაბამისად, რაც მანამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული წევრებისთვის, ახლა ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს.

„თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მისი გუნდის საქმიანობა და განსაკუთრებით გამოყო ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ახლა საქართველოს განათლების სისტემაში ხორციელდება. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა გიორგი ამილახვარს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების საქმეში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო